ECOMMERCE მაღაზიები
HIGH CONVERSION RATES ULTRA-FAST PERFORMANCE MOBILE RESPONSIVE PREMIUM SECURITY EFFORTLESS MANAGEMENT
HIGH CONVERSION RATES ULTRA-FAST PERFORMANCE MOBILE RESPONSIVE PREMIUM SECURITY EFFORTLESS MANAGEMENT

ელ-კომერციის პაკეტები

აირჩიეთ ონლაინ მაღაზიის პაკეტი, რომელიც ყველაზე კარგად ერგება თქვენი ბიზნესის ამჟამინდელ მასშტაბებსა და მიზნებს.

01
საბაზისო ონლაინ მაღაზია - მცირე ბიზნესისა და სტარტაპებისთვის.

PACKAGE 01 / STARTER

იდეალური გამოსავალი ბიზნესისთვის, რომელიც ახლა იწყებს ონლაინ გაყიდვებს. მოიცავს ყველა აუცილებელ ფუნქციას სწრაფი და უსაფრთხო სტარტისთვის. მიიღეთ თანამედროვე მაღაზია, რომელიც მზად არის პირველი მომხმარებლების მისაღებად.

01
პრემიუმ ელ-კომერცია - მზარდი და ჩამოყალიბებული ბიზნესებისთვის.

PACKAGE 02 / ADVANCED

სრულფასოვანი პლატფორმა მოწინავე ფუნქციონალით. შექმნილია მათთვის, ვისაც სურს პროცესების ავტომატიზაცია, მარკეტინგული ინტეგრაციები, მაქსიმალური სისწრაფე და მომხმარებლის უმაღლესი გამოცდილება (UX).

ინდივიდუალური შეფასება

ჩვენ არ გვაქვს ფიქსირებული ფასები. პროექტის ზუსტი ღირებულება განისაზღვრება ინდივიდუალურად, თქვენი ბიზნესის სპეციფიკისა და ტექნიკური მოთხოვნების დეტალური ანალიზის შემდეგ.

მოქნილი გადახდის გრაფიკი

პროექტის დაწყებისას იხდით საერთო ღირებულების ნახევარს. დარჩენილ მეორე ნახევარს კი ფარავთ პროექტის სრულად დასრულებისა და ვებგვერდის წარმატებით გაშვების შემდეგ.

1 თვე უფასო მხარდაჭერა

საიტის ჩაბარებიდან პირველი 1 თვის განმავლობაში მიიღებთ სრულ ტექნიკურ დახმარებას სრულიად უფასოდ. შემდგომში კი შემოგთავაზებთ თქვენზე მორგებულ თვიურ ან წლიურ ტექნიკურ გეგმას.

WOOCOMMERCE სერვისი

WooCommerce ინტეგრაცია

სრულფასოვანი ონლაინ მაღაზიის შექმნა WordPress პლატფორმაზე – მარტივი პროდუქტების მართვით, უსაფრთხო გადახდებით და სწრაფი Checkout პროცესით.

პროდუქტების მართვა
შეკვეთების პანელი
ბარათით გადახდები
WOO
01

STARTER

ყველაფერი, რაც გჭირდებათ სწრაფი და უსაფრთხო სტარტისთვის.

  • შაბლონზე დაფუძნებული თანამედროვე დიზაინი
  • ადაპტირებული მობილური ვერსია (Responsive)
  • სტანდარტული პროდუქტების კატეგორიები
  • ბარათით გადახდის ინტეგრაცია (ადგილობრივი ბანკები)
  • სტანდარტული მიწოდების მეთოდები
  • საბაზისო SEO ოპტიმიზაცია
  • მართვის პანელის ძირითადი ტრენინგი
02

ADVANCED

სრული ავტომატიზაცია მზარდი და ჩამოყალიბებული ბიზნესებისთვის.

მოიცავს STARTER პაკეტს + დამატებით:
  • პრემიუმ, ინდივიდუალურად მორგებული დიზაინი (UI/UX)
  • პროდუქტის რთული ვარიაციები (ფერები, ზომები, მასალა)
  • განვადების ინტეგრაცია (TBC, Bank of Georgia)
  • მარკეტინგული ინტეგრაციები (Facebook Pixel, Google Analytics)
  • მიწოდების მოქნილი წესები სხვადასხვა ზონისთვის
  • სისწრაფის (Caching) და უსაფრთხოების მოწინავე ოპტიმიზაცია

პროფესიონალური UX/UI დიზაინი

ვქმნით არა მხოლოდ ლამაზ ვიზუალს, არამედ მომხმარებელზე მორგებულ გამოცდილებას. ჩვენი დიზაინი ვიზიტორს ინტუიციურად მიიყვანს მთავარ მოქმედებამდე და პირდაპირ ზრდის თქვენს კონვერსიას.

უნიკალური ვიზუალური იდენტობა

ფერები, შრიფტები და ელემენტები იდეალურად ერწყმის ერთმანეთს, რათა ზუსტად გადმოსცეს თქვენი ბრენდის ხასიათი. ჩვენ ვქმნით ესთეტიკას, რომელიც ამაღლებს მომხმარებლის ნდობასა და ლოიალობას.

მობილური ადაპტაცია

დღეს ტრაფიკის უდიდესი ნაწილი სმარტფონებიდან მოდის. ჩვენი შექმნილი ვებგვერდები იდეალურად და შეუფერხებლად მუშაობს ნებისმიერ ეკრანზე — ტელეფონზე, პლანშეტსა თუ კომპიუტერზე.

უმაღლესი სისწრაფე და წარმადობა

ნელი საიტი კარგავს კლიენტებს. სუფთა კოდი და სერვერული ოპტიმიზაცია უზრუნველყოფს გვერდის წამებში ჩატვირთვას, რაც აუმჯობესებს როგორც მომხმარებლის გამოცდილებას, ისე SEO მაჩვენებლებს

ინტუიციური ნავიგაცია

ვგეგმავთ საიტის არქიტექტურას ისე, რომ მომხმარებელმა არ დაკარგოს დრო. მარტივი და ლოგიკური სტრუქტურა ეხმარება ვიზიტორს, წამებში იპოვოს სასურველი ინფორმაცია თუ პროდუქტი.

ბიზნეს-ინსტრუმენტების ინტეგრაცია

საიტს ვაკავშირებთ თქვენთვის საჭირო სერვისებთან (Google Analytics, Facebook Pixel, CRM სისტემები). მიიღეთ სრული სტატისტიკა და მართეთ მარკეტინგული პროცესები ერთი სივრციდან.

SEO-ზე მორგებული არქიტექტურაა

ვებგვერდს ვაწყობთ საძიებო სისტემების უახლესი სტანდარტებით. სწორი იერარქია, სუფთა URL-ები და ოპტიმიზებული კოდი ეხმარება თქვენს ბიზნესს Google-ის ძიებაში დაწინაურებაში.

დამოუკიდებელი მართვა WordPress-ში

პროექტის ჩაბარების შემდეგ თქვენ სრულად აკონტროლებთ საიტს. შეძლებთ დამოუკიდებლად, პროგრამისტის დახმარების გარეშე შეცვალოთ ტექსტები, სურათები და დაამატოთ სიახლეები